თავში

ვაშინგტონმა პეკინს სანქციები დაუწესა

ვაშინგტონმა პეკინს სანქციები დაუწესა
ვაშინგტონმა პეკინს სანქციები დაუწესა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ გადაწყვიტა, ირანის ნავთობის ტრანსპორტირების გამო, ჩინეთს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პომპეოს თქმით, სანქციები იმის გამო წესდება, რომ ჩინეთი ირანის ნავთობის ტრანსპორტირებას თეირანის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვების დარღვევით ახდენდა.

"ეს ზომები იმისკენაა მიმართული, რომ ირანს ხელიდან გამოეცალოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შემოსავლები", – აღნიშნა პომპეომ.

მისივე თქმით, სანქციები რამდენიმე ჩინურ კომპანიას და მათ 5 თანამშრომელს შეეხება.

ვაშინგტონის სანქციები ირანზე ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად და ის კრძალავს თეირანისგან ნავთობის შესყიდვას. ნავთობწარმოება ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

სანქციები წესდება ასევე ირანის ცენტრალური ბანკის და ქვეყნის გემმშენებლობის ინდუსტრის წინააღმდეგ. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ორშაბათს სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ირანი სანქციებს ძველებურად "დაარღვევს" და გააგრძელებს ნავთობის ექსპორტს. პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გადაწვეტილების მიზანია, თეირანმა „დესტრუქციული ქცევა“ შეწყვიტოს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება მაისში დატოვა. ვაშინგტონი თეირანს შეთანხმების დარღვევაში სდებდა ბრალს. როგორც მაშინ პრეზიდენტ ტრამპმა განაცხადა, შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუვების მიუხედავად, ირანი აგრძელებდა ბირთვულ იარაღზე მუშაობას. ირანმა მასინვე  უარყო ტრამპის ბრალდება და თქვა, რომ მისი ბირთვული პროგრამა იარაღის წარმოებას ისახავდა მიზნად. გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც ბირთვული შეთანხმების მონიტორინგს ახორციელებს, ირანის ქმედება შეთანხმების პირობებთან შესაბამისობაში სცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system