თავში

ვაშლის რეალიზაციის პრობლემას შესაძლოა, ვერც სუბსიდიამ უშველოს

ვაშლის რეალიზაციის პრობლემას შესაძლოა, ვერც სუბსიდიამ უშველოს
ვაშლის რეალიზაციის პრობლემას შესაძლოა, ვერც სუბსიდიამ უშველოს

ვაშლის სუბსიდიით უკმაყოფილონი არიან  ფერმერებიცა და ექსპერტებიც. ვაშლის ფასის შემცირებამ ხალხს იმედი გაუცრუა. ისინი ამბობენ, რომ 22 თეთრად მოსავლის გაყიდვა შრომად არ ღირს. სპეციალისტებს კი სუბსიდიასთან დაკავშირებით მთავრობის მიდგომა არ მოსწონთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბაზარს ამით კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში უშლის ხელს. მიმდინარე სეზონზე ქვემო ქართლში ვაშლის ჭარბი მოსავალია და ხალხი მასიურად ვერ ყიდის.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიკა სტეფნაძე ამბობს, რომ წელს ვაშლის დიდი მოსავალია და შეიძლება გაუყიდავი დარჩეს.

,,პრობლემაა, როცა მოსავალი არ არის, მაგრამ უარესი თავსატეხი რეალიზაციას უკავშირდება. მარტივად არაფერი მოდის, იმდენი შრომა ჩავდეთ, რომ 1 ლარზე ნაკლებად გაყიდვა ვერც წარმომედგინა. ხელი ჩავიქნიე უკვე, მესმის მთავრობა დახმარებას ცდილობს, მაგრამ 22 თეთრად თუ მოგვიწევს გაყიდვა, ეს ჩვენს შრომას მცირედითაც ვერ აანაზღაურებს. ალბათ, არც ღირს მოკრეფად, ტონობით მოსავალი გვაქვს და თუ ვერ გავყიდეთ, რით უნდა ვიარსებოთ, ყველაფერი ძვირია და ხალხის ნაშრომს ფასი არ აქვს", - ამბობს ფერმერი.

რეალიზაციის პრობლემის მიზეზად ვაშლის დაბალ ხარისხს მიიჩნევს აგრარული სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე. მისი თქმით,  მოსავალი მთლიანად რუსეთის ბაზარზეა ორიენტირებული, სტანდარტთან შეუსაბამობის გამო ევროპაში ვერ გადის, რაც გაყიდვისას მთავარი დაბრკოლებაა. 

,,ვაშლის მოსავლის უდიდეს ნაწილი ქართლშია თავმოყრილი და ძირითადად რუსეთის ბაზარზე იყიდება. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ სტანდარტს ქართული ვაშლი ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ევროპაში რეალიზაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სანამ ხარისხი არ გაუმჯობესდება და ევროპულ სტანდარტს არ დავუახლოვდებით, პრობლემა ყოველთვის იქნება.  გასაღების ადგილი უნდა ინახოს ბაზარზე. სუბსიდია ნამდვილად ცუდი გადაწყვეტილებაა, რადგან კონკურენტული გარემოს შექმნას უშლის ხელს. გასაგებია, რომ პანდემიაა, მაგრამ ამ მიდგომას როგორმე უნდა თავი დავაღწიოთ", - ამბობს აროშიძე.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ვაშლის ფასს 10 თეთრით დაასუბსიდირებს. კერძოდ, მისივე თქმით, წელს ვაშლის მწარმოებელი ფერმერები 1 კილოგრამი არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას არანაკლებ 22 თეთრად შეძლებენ.

ვაშლის სუბსიდირების პროგრამა მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system