თავში

Vatel-ი პირველ სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს

Vatel-ი პირველ სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს
Vatel-ი პირველ სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი პირველ სტუდენტებს 2022 წლის იანვარიდან მიიღებს. სასწავლებელმა ავტორიზაცია განათლების სამინისტროსგან უკვე მიიღო. Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში გაიხსნება.  სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მოსამზადებელი, სასწავლო პროგრამა პარლამენტის განკარგულებით უკვე დამტკიცდა. პროგრამაზე მუშაობდა განათლების ხარისხის ცენტრიც და საერთაშორისო ექსპერტებიც.

"ერთობლივი მუშაობით შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ქვეყანას საჩუქრად გადაეცა. საწყის ეტაპზე სტუდენტებს პროფესიული და მაგისტრატურის საფეხურზე მივიღებთ, სამომავლოდ უკვე ბაკალავრიატის დამატებასაც განვიხილავთ,“ - აცხადებს პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი. სწავლის საფასური ამ ეტაპზე განსაზღრული არ არის, თუმცა,  ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა საფასო პოლიტიკა მუშავდება.

პროექტში მთლიანობაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება.

ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთში მოღვაწეობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. საქართველოში Vatel-ის სასწავლებელში სტუდენტების მიღება 2018 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო პროცესი გადაიდო.   

Vatel-ი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა. Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის 2018 წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტადაც იქნა აღიარებული. Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს პარიზში გაიხსნა. პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system