თავში

 Vault Wines ქართულ ინოვაციას დავოსში წარადგენს

 Vault Wines ქართულ ინოვაციას დავოსში წარადგენს
 Vault Wines ქართულ ინოვაციას დავოსში წარადგენს

ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-მა, პრესტიჟული შვეიცარული Venture Capital ფონდის ინკუბატორის კონკურსი მოიგო და ქართულ ინოვაციას - ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს დავოსის სტუმრებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას პირველად წარუდგენს.

ქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი 1000-ზე მეტ სტარტაპს შორის შეირჩა. სწორედ საუკეთესო თორმეტეულში მოხვდა Vault Wines-ის გუნდი, რომელიც CV Labs - ის 10 კვირიან აქსელერაციის პროგრამას შეუერთდება და პროექტს დავოსის მაღალი რანგის სტუმრებს გააცნობს.გამარჯვებული სტარტაპები ფინანსდებიან 125 000 აშშ დოლარით და პროექტს ამუშავებენ 70-ზე მეტ გამოცდილ მენტორთან/ექსპერტთან. 

10 კვირიანი მუშაობის შემდეგ, საუკეთესო გუნდებს შორის საუკეთესონი, მათ შორის ქართული სტარტაპი Vault Wines, საკუთარ პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უმსხვილეს კომპანიებს და მაღალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობის პირებს დავოსში გააცნობენ.

Vault Wines მულტიპროფილური სტარტაპია, რომელიც მოიცავს ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს. პროექტის მიზანია შეიქმნას ახალი, ბლოქჩეინზე დაფუძნებული, ღვინის წარმოების, მენეჯმენტისა და ავთენტიფიკაციის სისტემა. Vault Wines აკავშირებს მეღვინეობებს უშუალოდ მომხმარებელთან Vault Retail -ის საშუალებით. იგი ონლაინ საცალო მაღაზიაა, რომელიც ახალ პრემიუმ ღვინის ფრანჩიზასა და სადისტრიბუციო ქსელების ერთობლიობას როგორც ევროპაში, ასევე რუსეთსა და ჩინეთში. ის მეღვინეობებს აძლევს საშუალებას, პროდუქცია მიჰყიდონ მომხმარებელს შუამავლის გარეშე. Vault Wines მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეღვინეობების ბაზრის ათვისებას პროგრამული უზრუნველყოფით და ექსკლუზიურად პრემიუმ და ავთენტური ღვინის სეგმენტის განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის პირველი ქართული პროექტი, რომელიც წარმოდგენილია დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system