თავში

"ვეფხისტყაოსნით" შთაგონებული კოლექცია

"ვეფხისტყაოსნით" შთაგონებული კოლექცია
ვეფხისტყაოსნით შთაგონებული კოლექცია

შოთა რუსთაველის პორტრეტი ბლოკნოტსა და კალმის ბუდეს ამშვენებს. მის ფონზე კი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფები იკითხება, რომლებიც ოქროსფერი გრავირებით არის შესრულებული. ბლოკნოტის ყველა გვერდს „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები ამშვენებს. ასევე, ოქროსფერი გრავირებითაა შესრულებული პოემის პირველი სტროფის პირველი სტრიქონი, რომელიც კალამზეა დატანილი.

შოთა რუსთაველის პორტრეტის ციფრულ ვერსიაზე გრაფიკულმა დიზაინერმა, შოთა გოჩიტაშვილმა იმუშავა. რუსთაველის პორტრეტი შექმნილი აქვს ისეთ ცნობილ მხატვარებს, როგორიცაა ს. ქობულაძე, ი. თოიძე, ვ. იოჰანსენი, ლ.გუდიაშვილი. შოთა გოჩიტაშვილს დიდი პოეტის დასახატად ბევრი შრომა დასჭირდა. მან ი. თოიძის მიერ შესრულებული შავ-თეთრი პორტრეტით იხელმძღვანელა და სცადა მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა პოეტის სახე, სამოსი, თვალის ფერიც კი.

როგორც გრაფიკოს-დიზაინერი ამბობს, კრიკისთვის თავიდანვე მზად იყო, რადგან კარგად აცნობიერებდა საკუთარ პასუხისმგებლობას.

"თავიდანვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან როდესაც იმ პოეტის პორტრეტის ხატვას იწყებ, რომელიც ყველამ იცის და ყველა უდიდეს პატივს სცემს, კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყო. ამასთანავე, ნამდვილად საჭირო იყო რუსთაველის ფერადი, თანამედროვე, პორტრეტის შექმნა, ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს აუცილებლად ციფრული უნდა ყოფილიყო. ვცდილობდი ნახატის ყოველი დეტალი კარგად შემესწავლა, სწორედ წარმომედგინა ფერები, სამოსის ქსოვილი და შემდეგ ეს ყველაფერი ციფრული სახით წარმომედგინა. ყველაზე შრომატევადი სამოსის დეტალების გადმოტანა იყო. ვეცადე, მაქსიმალური სიზუსტით გამემეორებინა ის დეტალები, რომლებიც ძველად მდიდრულ სამოსს ჰქონდა. ბეწვის ფაქტურის შესაქმნელად ასობით პატარა დეტალი დამჭირდა, რომლებიც ხელით დავამუშავე და გავაერთიანე. ხელითვეა მოხატული მწვანე ფერის სამოსი, რომელიც შოთას პორტრეტზე აცვია,"
- ამბობს გოჩიტაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system