თავში

ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება

ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება
ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მიმდინარე ტენდერზე წინადადების მიღება 16 დეკემბერს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 36 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის დასრულების შემდეგ, ორი სოფლის 5 ათასზე მეტ მცხოვრებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

სოფლებში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით მიეწოდება.

ორი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მოეწყობა ჭაბურღილები, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სატომბო სადგური.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ჭაბურღილს და არსებულ რეზერვუარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system