თავში

"ველსი" ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"ველსი" ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ველსი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საბროკერო კომპანია "ველსის" ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია შეუჩერა, რასაც კომპანია უკანონობად მიიჩნევს. 

მათი განმარტებით, "ველსისა" და ეროვნულ ბანკს შორის დავა ერთ წელზე მეტია გრძელდება. კომპანიის განმარტებით,  საქართველოს ეროვნული ბანკის არაკომპეტენტური ქმედებები აზიანებს "ველსის" მომხმარებლებსაც და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გული შესტკივათ, როგორც საკუთარი ოჯახების, აგრეთვე ქვეყნის კეთილდღეობაზე.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ბოლო პერიოდში დაკისრებული არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოთხოვნების გამო, ჩვენ იძულებულნი გავხდით მიგვემართა საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენისთვის და სხვა ორგანოებისთვის, რათა მომხდარიყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებების გამოძიება და სამართალდარღვევების დადგენა. დღეს, ჩვენ მივიღეთ ორი ძალიან საინტერესო დოკუმენტი: პირველი - წერილი საქართველოს მთავრობისგან, რომლითაც მათ საქმე გადასცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ხოლო მეორე - უშუალოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, რომელიც როგორც შინაარსობრივი, ისე პროცედურული თვალსაზრისით არღვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ხუთზე მეტ მუხლსა და ადმინისტრაციული წარმოების ძირითად პრინციპებს. ხსენებული გადაწყვეტილება უკვე ორშაბათს იქნება გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ, როგორც კომპანია, რომელიც 7 წელზე მეტია ვფუნქციონირებთ ქართულ ბაზარზე და რომელიც მუდმივად ზრუნავდა და ზრუნავს ვაჭრობის მიმართულებით ჩვენი კლიენტების ცნობიერების ამაღლებაზე, დავიცავთ ჩვენი, ჩვენი გუნდისა და ჩვენი კლიენტების - ჩვენი ოჯახის წევრების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, და, მათ შორის ფინანსურ კეთილდღეობასაც. სამწუხაროა, რომ დღეს გვიწევს საქართველოს ეროვნული ბანკის არაპროფესიონალური და მიკერძოებული ქმედებების ამ ფორმით გასაჯაროვება. ჩვენ ხვალ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ნებისმიერი საჯარო განცხადება და ღიად ვისაუბროთ იმ ყველა პრობლემაზე, რომელსაც „კობა გვენეტაძის სტრუქტურაში“ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდებით ერთი მხრივ ჩვენ, როგორც დროებით - ლიცენზია გაუქმებული ბროკერი, ხოლო მეორე მხრივ თქვენ - როგორც საქართველოს მოქალაქეები. პატივისცემით, თქვენი გუნდი - ველსი," - ვკითხულობთ "ველსის" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system