თავში

ვენესუელაში ბენზინის დეფიციტია

ვენესუელაში ბენზინის დეფიციტია
ვენესუელაში ბენზინის დეფიციტია

ვენესუელას დედაქალაქში, რომელიც პლანეტაზე ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მქონე ქვეყანაა, კვლავ შეიქმნა ბენზინის მწვავე უკმარისობა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის თანახმად, ხელისუფლებამ  საწვავის მოხმარების ნორმირება მას შემდეგ შემოიღო, რაც წარმოება სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაეცა.

მძღოლები იძულებულნი არიან საათობით იდგნენ საწვავის ასავსებად რიგებში. ამის მიზეზი სახელმწიფო კომპანია Petroleos de Venezuela SA–ის საწარმოებში ჩავარდნებია, საიდანაც ბენზინის წარმოება ივნისის თვის ბოლოდან 40%–ით შემცირდა. წყაროების ცნობით, კომპანიის ექვსი გადამამუშავებელი ქარხნიდან ამჟამად მხოლოდ ორი მუშაობს.

ვენესუელა დღეისათვის ყოველდღიურად მოიხმარს 70 ათას ბარელ ბენზინს, რაც 5-ჯერ ნაკლებია 2010 წლის დასაწყისტან შედარებით, რომელტან შედარებითაც ეკონომიკა მესამედით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system