თავში

ვერა მარტინესი: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება სწორი იყო

ვერა მარტინესი: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება სწორი იყო

ეროვნულმა ბანკმა გასული თვეების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით შეამცირა, ამ დროისთვის განაკვეთი 8%-ზეა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პანდემიის ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება სწორი გადაწყვეტილებაა.

"ეკონომიკური შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური დაწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად", - აცხადებს ვერა-მარტინი. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ვირტუალური შეხვედრები 8-14 სექტემბრის პერიოდში გამართა. მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, განახლდა საქართველოს ეკონომიკის შეფასება, რომლის თანახმადაც, წელს ქვეყანაში 5%-იანი რეცესიაა მოსალოდნელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system