თავში

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ დოლიძე გახდება

ვიქტორ დოლიძე გახდება
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ დოლიძე გახდება

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევასთან აკრედიტებული გაეროს ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძე 2020 წლისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იქნება. გადაწყვეტილება ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე მხარეთა კონსენსუსის შედეგად მიიღეს.


აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-60 რეგულარული სესიის გარდა, დაგეგმილია გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია WIPO-ს გენერალური დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანად წარმართვაში, ორგანიზაციის საპროცესო წესების თანახმად, განსაკუთრებული როლი გენერალური ასამბლეის ვიცე პრეზიდენტებს დაეკისრებათ. WIPO-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ასევე დამტკიცდა WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობა და შეთანხმდა, რომ კომიტეტში ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) ჯგუფიდან წარმოდგენილი იქნება 6 ქვეყანა: საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, ლატვია, პოლონეთი და უნგრეთი. 2020 წელს, ასევე, დაგეგმილია WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც დასანიშნად წარდგენილ იქნება WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის მიერ შერჩეული კანდიდატი WIPO-ს გენერალური დირექტორის პოსტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system