თავში

ვინ აღარ გადაიხდის დღგ-ს

ვინ აღარ გადაიხდის დღგ-ს
ვინ აღარ გადაიხდის დღგ-ს

მთავრობის მიერ „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება.

დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლდება იმ საქონლის მიწოდება, რომელიც გამოყენებულია სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროში არსებულ გათავისუფლებულ ოპერაციებში ან მხოლოდ ფინანსურ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დღგ-ისგან გათავისუფლებული რომელიმე საქმიანობისთვის, თუ აღნიშნულ საქონელზე არ წარმოშობილა დღგ-ის ჩათვლის უფლება.

პროექტის მიხედვით, სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება. ასევე, დაბეგვრისგან თავისუფლდება რელიგიური ორგანიზაციის მიერ პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება, მათ შორის, სამედიცინო ან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობისთვის სახსრების მოზიდვის მიზნით და სხვა. ამასთან, მთავრობის ცნობით, დაბეგვრისგან თავისუფლდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უნივერსალური საფოსტო მომსახურება, გარდა მგზავრის გადაყვანის/ტრანსპორტირების მომსახურების და მასთან დაკავშირებით საქონლის მიწოდებისა.

ცვლილებებით ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები, მათ შორის, დღგ-ისგან თავისუფლდება: საქონლის მიწოდება ღია ზღვაში ან მგზავრების ფასიანი გადაყვანისთვის ან კომერციული, საწარმოო ან თევზჭერის საქმიანობებისთვის ან სამაშველო ან ზღვაში დახმარების ოპერაციებისთვის ან ნაპირთან ახლოს თევზაობისთვის განკუთვნილი ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად; ასევე, საქონლის მიწოდება საბრძოლო ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირების ან საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.

ცვლილებათა პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

მთავრობა ცვლილებების მომზადების მიზეზად ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system