თავში

ვინ "აჰკიდა" რკინიგზას 500 მლნ დოლარის ვალი - ოპოზიციისა და თურნავას დებატები

ვინ "აჰკიდა" რკინიგზას 500 მლნ დოლარის ვალი - ოპოზიციისა და თურნავას დებატები
ვინ აჰკიდა რკინიგზას 500 მლნ დოლარის ვალი - ოპოზიციისა და თურნავას დებატები

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არაერთი არაეფექტური პროგრამა განხორციელდა, რომელთა რიგებში შედის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და „პომპეზური შენობების“ პროექტები, რომლის გაყიდვა სახელმწიფომ ვერ მოახერხა. 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიცია არაეფექტური რეფორმების გატარებაზე საუბრისთვის გააკრიტიკა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელ არაეფექტურ რეფორმებზე ისაუბრა.

„არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას აჰკიდეთ 500 მლნ დოლარის ვალი. 2 ურთიერთგამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად - ერთი მხრივ, მოდერნიზაცია და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოება და მეორე მხრივ, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას, ამას ერთდროულად აფინანსებდით. ასევე არაეფექტური პროგრამების მაგალითია პომპეზური შენობები, რომელიც დღესაც ჩვენ საპრივატიზებოდ გვაქვს და რთულად თუ მოიძებნება ფუნქციონალი, რითი დავტვირთოთ და თავის დროზე ძალიან ძვირი დაჯდა, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები",- აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system