თავში

ვინ არის ღარიბაშვილის ახალი მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი

ვინ არის ღარიბაშვილის ახალი მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი
ვინ არის ღარიბაშვილის ახალი მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ საინვესტიციო მრჩევლად (FDI-მრჩეველი) ვაზილ ჰუდაკი დანიშნა. ის  2016-2019 წლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი იყო. იქამდე კი 2015-2016 წლებში სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2019 წლის ნოემბრიდან ვაზილ ჰუდაკი სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრის GLOBSEC-ის პროექტების მმართველია. 2021 წლის თებერვლიდან ის ჩეხეთის განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრია. ამასთანავე, 2021 წლის იანვრიდან ჰუდაკი ჩეხური საინვესტიციო ფონდის 4gimel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს. 

პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში აქამდე მრჩეველი არ ჰყოლია.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

ცნობისთვის, საქართველო მსოფლიოს მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციათა ოცეულშია.

საქართველოს მთავრობა, ინვესტორებთან პროაქტიულ რეჟიმში მუშაობს. მთავრობამ FDI-ის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა შარშან დაიწყო. საქართველოში FDI მარაგებმა მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა, შედეგად ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკად დასახელდა FDI-მიზიდველობით. 80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა.

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

შეგახსენებთ, გასულ წელს საქართველოს რეგულარულად სტუმრობდნენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან მთავრობამ არაორდინალური მუშაობა დაგეგმა.

ფინანსისტების მოლოდინით, OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება.

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის. მოლოდინს ამყარებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საერთაშორისო აღიარება.

საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს.

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული მასშტაბი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით. FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა. რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system