თავში

ვინ არის საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი

ვინ არის საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი
ვინ არის საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ის აქამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ფინანსთა მინისტრის პოსტზე ლაშა ხუციშვილი დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  წარადგინა.

ლაშა ხუციშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2014 წლიდან დღემდე იყო. ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრი

2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2008-2013 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ლაშა ხუციშვილს საჯარო ფინანსების მართვისა და საგადასახადო სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროში მუშაობის დროს, ლაშა ხუციშვილი ჩართული იყო მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებაში, მათ შორის: •   განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმა

  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩატარდა დღგ-ის რეფორმა
  • დაინერგა დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა
  • შემუშავდა ახალი საბაჟო კოდექსი
  • გადაიდგა ნაბიჯები გადასახადების ადმინისტრირებისა და პროცედურების სრულყოფის მიზნით
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები
  • მოხდა ზოგიერთი კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია
  • ცალკეული დარგების განვითარებისა და სტიმულირებისთვის განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები
  • შედგა მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან შემოსავლების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით
  • მისი მონაწილეობით საქართველო, ასევე, ჩართულია OECD-ის მიერ ინიცირებულ არაერთ სამუშაო ჯგუფსა და პროექტში.

    ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system