თავში

ვინ არის ვალდებული 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია

ვინ არის ვალდებული 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონები
ვინ არის ვალდებული 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით, აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ასევე, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს იწურება.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ელექტრონულად დეკლარირება შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge.

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2020 წლის დეკლარაციის წარდგენა https://www.youtube.com/watch?v=ObXgmVYUn7A , ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE , ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system