თავში

ვინ და რა აუფასურებს ლარს

ვინ და რა აუფასურებს ლარს
ვინ და რა აუფასურებს ლარს

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს რომ ფასების მატებასა და ლარის გაუფასურებაში წვლილი თავად მოსახლეობას და ეროვნულ ბანკს მიუძღვის. იმპორტიორთა გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მოსახლეობის უსაფუძვლო ჭარბი მოთხოვნა პროდუქტებზე ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ზრდის ფასებს.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, სოციალურ ქსელებში დადებული ფოტოები, რომლებიც ჰიპერმარკეტების დაცარიელებულ თაროებს ასახავს, რეალობას არ შეესაბამება, რადგან შედარებით მცირე საცალო ქსელებში პროდუქცია უხვადაა, იმპორტი შეუზღუდავად მიმდინარეობს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს.

ივა ჭყონიას თქმით, უსაფუძვლოდ გაზრდილი სამომხმარებლო მოთხოვნა ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად აისახება და ფასების ზრდას იწვევს.

იგივე ლარის კურსზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჭარბი მოთხოვნა, რისი საფუძველიც უბრალოდ არ არის. პირდაპირ შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობა ავიღო, რომ პროდუქტის დეფიციტი ვერ იქნება, რადგან მოწოდება არ არის შეჩერებული. თუ ეს თითიდან გამოწოვილი ისტერია გაგრძელდება, უარეს სიტუაციაში ჩავვარდებით, რადგან მოთხოვნა გაიზრდება და იმპორტი გაიზრდება. იმპორტი თუ გაიზარდა, ლარზე ზეწოლა გაიზრდება, შესაბამისად, მივიღებთ გაძვირებულ პროდუქციას დახლზე და ეს გაცილებით მეტი დარტყმა იქნება სადისტრიბუციო კომპანიებზე. უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რომ ეკონომიკა უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდეს. მარაგების პრობელმა არ არის და არც იქნება და თქვენს ხელშია, პროდუქცია გაძვირდება თუ არა“, – ამბობს ჭყონია და მოსახლებასთან ერთად ლარის გაუფასურებაში პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს. მისი გამარტებით, ეროვნული ბანკი თუ დროულად არ ჩაერია, არსებული ისტერიის ფონზე, წელს შარშანდელზე უარესი ინფლაცია იქნება. 

ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკი თუ არ ჩაერია და ინტერვენციები არ განახორციელა, ამ პანიკის ფონზე მივიღებთ იმას, რაც 2019 წელს, როცა ინფლაცია შვიდი პროცენტი გახდა. წელს უარესს მივიღებთ. ამიტომ, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დროულად ჩაერიონ, რადგან ეს არის ისტერია, რომელიც ჩაცხრება და გაძვირებულ ფონზე ერთი აშშ დოლარის მიმართ 3.20 ლარის კურსის პირობებში როცა იყიდი პროდუქციას, შემდეგ კურსი 2.00-ზეც რომ ჩამოვიდეს, იძულებული იქნება, იმ კურსზე დათვლილი ფასით გაყიდო დახლზეც“, – აღნიშნავს ჭყონია.

ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა.

დღეს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0807 ლარი ღირს. ევროს შეძენა კი 3.3974 ლარადაა შესაძლებელი.

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1453 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system