თავში

ვინ და რატომ გადაწყვიტა ლუდის ჩამოსხმა ქაღალდის ბოთლში

ვინ და რატომ გადაწყვიტა ლუდის ჩამოსხმა ქაღალდის ბოთლში
ვინ და რატომ გადაწყვიტა ლუდის ჩამოსხმა ქაღალდის ბოთლში

ლუდის მწარმოებელი დანიური კომპანია Carlsberg შესაძლოა, პირველი იყოს, ვინც სასმელს ქაღალდის ბოთლში ჩამოასხამს. კომპანიამ იმ ორი ქაღალდის ბოთლის პროტოტიპის დეტალები გაასაჯაროვა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ინფორმაციას Indepedent - ი ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, ბოთლები ხის ბოჭკოსგან მზადდება და ის სრულად გადამუშავებადია. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ იდეაზე მუშაობა 2015 წლიდან ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს. ბოთლს, რომელშიც ლუდის ჩამოსხმას გეგმავენ შიგნიდან დამცავი გარსი აქვს, იმისთვის, რომ მასში სასმელი სითხე შეინახოს.

შემდეგი ეტაპი ბოთლის პროტოტიპების გამოცდაა, ის სრულად უნდა პასუხობდეს კომპანიის საბოლოო მიზანს, რომ დაამზადონ 100%-ით ბიოლოგიურად სუფთა ბოთლი პოლიმერების გარეშე.Carlsberg ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია ბედნიერია იმ პროგრესით, რომელსაც ქაღალდის ბოთლის შექმნის პროცესში მიაღწიეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სასურველი მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, ორი პროტოტიპი უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ჩვენი საბოლოო მიზნის განსახორციელებლად“ - განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა და აქვე განმარტა, რომ კომპანია იქამდე გააგრძელებს ექსპერტებთან მუშაობას, სანამ არსებულ ტექნოლოგიურ გამოწვევებსაც არ დაძლევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system