თავში

ვინ და რატომ უნდა აკონტროლებდეს ხორბლის მარაგებს ქვეყანაში

ვინ და რატომ უნდა აკონტროლებდეს ხორბლის მარაგებს ქვეყანაში
ვინ და რატომ უნდა აკონტროლებდეს ხორბლის მარაგებს ქვეყანაში

"ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და მის მარაგს შესაბამისი უწყებები უნდა აკონტროლებდნენ, ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი უშიშროების საბჭოს უნდა დაეკისროს“ - ასეთი ინიციატივით საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა გამოდის.  მისივე განმარტებით, ხორბალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, რომელსაც განვითარებული ქვეყნები უშიშროების პოლიტიკის რანგში განიხილავენ, ხოლო საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა. 

„2008 წლის მსოფლიო კრიზისის მერე, გაერო-მ გასცა რეკომენდაცია, რომ ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, წლიურად მინიმუმ ორი თვის ხორბლის მარაგი შეინახონ. იქიდან გამომდინარე, რომ კანონი კონკურენციის შესახებ ჩვენ გვიკრძალავს გავასაჯაროოთ ინფორმაცია, რამდენი მარაგი აქვს და რა ფასში ამა თუ იმ მეხორბლეს, სახელმწიფოს ვთავაზობთ, მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკას, უშიშროების ორგანოებს დააკისრონ ამ თემის კონტროლი", - აღნიშნა სილაგავამ.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნულ საკითხზე პრემიერ მინისტრთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system