თავში

ვინ დატოვა უმუშევარი პანდემიამ

ვინ დატოვა უმუშევარი პანდემიამ
ვინ დატოვა უმუშევარი პანდემიამ

პანდემიამ უმუშევრად დატოვა დამლაგებლები, მზარეულები და ძიძები, რამაც გამოიწვია ის, რომ „ახალ“ უმუშვერებს შორის 89% ქალია.

პანდემიის ზარალიანობა გენდერულ ჭრილში ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოიკვლია. ორგანიზაციის თქმით, პანდემიამ გენდერული უთანასწორობა გაზარდა. ინსტიტუტი ოფიციალურ სტატისტიკას დაეყრდნო, რომლის მიხედვით, 2020 წლის II კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევართა არმიას 15,600 ადამიანი შეემატა.  აქედან 13 900, ანუ 89% ქალი, ხოლო 1700 ანუ 11% კაცი იყო.

კვლევითი ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულები, კერძოდ,  დამლაგებლები, მზარეულები და ძიძები.

რატომ არის ეს საკითხები მნიშვნელოვანი?

ორგანიზაცია გაანმარტავს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, მრავალი ეკონომიკური კვლევა ადასტურებს, რომ ქალისა და მამაკაცის თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შრომის ბაზარზე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში და ხელს შეუწყობს სიღარიბის შემცირებას. 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გენდერული თანასწორობის მიმართულებით. 

"ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ადევნოს COVID-19 გავლენას გენდერულ დასაქმებაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ სფეროში პროგრესი ეპიდემიამ არ შეაფერხა," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system