თავში

ვინ ესტუმრა თებერვალში საქართველოს

ვინ ესტუმრა თებერვალში საქართველოს
ვინ ესტუმრა თებერვალში საქართველოს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა. 

ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 66.6 პროცენტი შეადგინა და წლიურად 4.0 პროცენტით მოიმატა.

საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

2020 წლის თებერვალში, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (25.0 პროცენტით) და სომხეთიდან (18.2 პროცენტით) გამოირჩეოდა. 

ამის საპირისპიროდ, გაზრდილია აზერბაიჯანიდან (12.8 პროცენტით), თურქეთიდან (3.8 პროცენტით) და უკრაინიდან (14.6 პროცენტით). 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების მხრივაც, განსაკუთრებით გერმანიიდან და პოლონეთიდან. 

გარდა ამისა, საანგარიშო თვეში ისრაელიდან (57.3 პროცენტით) და ყაზახეთიდან (44.8 პროცენტით) ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, ნარჩუნდება ჩინეთიდან და საუდის არაბეთიდან შემომსვლელი საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის ტენდენცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system