თავში

ვინ გახდა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი

ვინ გახდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი
ვინ გახდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა. თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა, რის შესახებაც სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტომ კონსორციუმს უკვე აცნობა.

ცნობისთვის, კონსორციუმმა შესაბამის უწყებას Van Oord-ის მიერ აქციების შესყიდვის სურვილთან დაკავშირებით გასულ თვეს აცნობა. უწყებამ გადაწყვეტილება 28 დღის ვადაში მიიღო. Van Oord ჰოლანდიური კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი „მერიდიანი“ ჰყავს წარდგენილი, რომელიც ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად მოიაზრება. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system