თავში

ვინ გვისწრებს და ვის ჩამოვრჩებით ინგლისურის ცოდნით

ვინ გვისწრებს და ვის ჩამოვრჩებით ინგლისურის ცოდნით
ვინ გვისწრებს და ვის ჩამოვრჩებით ინგლისურის ცოდნით

ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. ამის შესახებ „ინგლისური ენის ცოდნის ინდექსშია“ აღნიშნული, რომელიც უცხო ენების შესწავლის მსოფლიო კომპანიამ (Education First) გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში ტესტირება თითოეულ ქვეყანაში ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოში საქართველო ინგლისურის ცოდნით 56-ე ადგილზეა. მას უსწრებს ბელარუსი – 47-ე ადგილი, რუსეთი – 48-ე ადგილი და უკრაინა 49-ე ადგილი.

ევროპაში ყველაზე ცუდად ინგლისური ენა აზერბაიჯანში იციან, ბოლოდან მეორეა თურქეთი, ხოლო მესამე საქართველო. 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე ცუდად ინგლისურ ენას იტალიელები ფლობენ. ინდექსის სათავეში ნიდერლანდებია, მეორე ადგილზეა შვედეთი, ხოლო მესამეზე – ნორვეგია.

სიის ბოლოს აღმოჩნდა ლიბია, სადაც ინგლისურის ენა მსოფლიოში ყველაზე ცუდად იციან. 99-ე ადგილზეა ყირგიზეთი, 98-ზე კი, საუდის არაბეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system