თავში

ვინ იქნება ახალი ბიზნესომბუდსმენი

ვინ იქნება ახალი ბიზნესომბუდსმენი
ვინ იქნება ახალი ბიზნესომბუდსმენი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ახალი კადრი უკვე შერჩეული ჰყავს. Bm.ge-ის ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძეს ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს ყოფილი იურისტი მიხეილ დაუშვილი შეცვლის. ბოლოს დაუშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.

დაუშვილი ეკონომიკურ საბჭოში იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პარალელურად, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა. ხოლო მას შემდეგ, რაც გახარია შს მინისტრი გახდა, დაუშვილმაც შსს-ში გადაინაცვლა.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ დაკავებული პოზიციები დღეს საკუთარი ნებით დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system