თავში

ვინ იქნება EBRD-ს ახალი პრეზიდენტი

ვინ იქნება EBRD-ს ახალი პრეზიდენტი
ვინ იქნება EBRD-ს ახალი პრეზიდენტი

8 ოქტომბერს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭო ბანკის ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

EBRD-ის პრეზიდენტობა 3 კანდიდატს სურს:

1. თადეუშ კოშინსკი: ამჟამად პოლონეთის ფინანსთა მინისტრია. მანამდე კი ის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 1997-2015 წლებში კი ის ესპანური Santander Bank-ის პოლონურ მიმართულებას ხელძღვანელოდა.

2. პიერ კარლო პადოანი: ამჟამად იტალიის პარლამენტის წევრია. 2014-2018 წლებში ის იტალიის ეკონომიკის მინისტრი იყო. 2007 წელს მან OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი დაიკავა. 2001-2005 წლებში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

3. ოდილ რენო ბასო: ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალია. ამჟამად ის საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ხაზინის უფროსია და ამ პოსტს ის 2016 წლიდან იკავებს. ის ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში აღმასრულებელ თანამდებობებზე მუშაობდა.

71 წევრისგან შემდგარი საბჭო ახალ პრეზიდენტს დახურული კენჭისყრის წესით აირჩევს. კანდიდატს გამარჯვებისთვის მინიმუმ 36 ხმის დაგროვება ესაჭიროება. 

ცნობისთვის, ივლისში სერ სუმა ჩაკრაბარტმა პრეზიდენტობის ორი ვადის დასრულების შემდეგ, დაკავებულ პოსტი დატოვა. მან EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში 2012 და 2016 წლებში გაიმარჯვა. 3 ივლისიდან კი ბანკს დროებითი მმართველის რანგში იურგენ რიგტერინკი ხელმძღვანელობს. 



EBRD-ის მმართველთა საბჭოში შესაბამისად, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system