თავში

ვინ იყიდა და რა იგეგმება ანანოვების ყოფილ სასახლეში

ვინ იყიდა და რა იგეგმება ანანოვების ყოფილ სასახლეში
ვინ იყიდა და რა იგეგმება ანანოვების ყოფილ სასახლეში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში, ტურისტული კომპლექსი მოეწყობა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 000 000 ლარზე მეტია.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტურისტულ ცენტრში სასტუმროსთან ერთად, განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი.

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე  „ინვესტ ჯგუფს“ გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system