თავში

ვინ ისარგებლა კომუნალური გადასახადების შეღავათით

ვინ ისარგებლა კომუნალური გადასახადების შეღავათით
ვინ ისარგებლა კომუნალური გადასახადების შეღავათით

COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათით 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტმა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათით 670 ათასზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა.

ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.

"მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. გარდა ამისა, სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა", - ნათქვამია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system