თავში

ვინ ყიდულობს პრემიუმ კლასის ბინებს საქართველოში

ვინ ყიდულობს პრემიუმ კლასის ბინებს საქართველოში
ვინ ყიდულობს პრემიუმ კლასის ბინებს საქართველოში

საქართველოში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ძირითადად ისევ უცხოელები ყიდულობენ. მართალია, ტურიზმის ჩავარდნის შემდეგ მცირე მოთხოვნა ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდანაც შეიმჩნევა, თუმცა დეველოპერ მალხაზ კუნელაურის თქმით, უცხოელები გაცილებით მეტად აქტიურობენ, ხოლო უძრავი ქონების ყიდვა მათ ელექტრონულადაც შეუძლიათ. გარდა ამისა, როგორც მან report.ge-ს აცნობა, გაყიდვების გარკვეული წილი საქართველოში მცხოვრებ, მოქალაქეობის არქმონე პირებზეც მოდის. რაც შეეხება ფასს, მალხაზ კუნელაურის ინფორმაციით, ხშირად იცვლება ფასდაკლების აქციების ფარგლებში, რაც მიზნად გაყიდვის სტიმულირებას ისახავს და პერიოდულად ხორციელდება.

,,ეპიდემიურ პერიოდში მომხმარებლის შენარჩუნება ბაზარზე ყველა სეგმენტისთვის არის პრობლემა. ბუნებრივია, რომ ძვირიან ბინებზეც შემცირდა მოთხოვნა. ადგილობრივ ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ კლიენტები, რაც აისახება ფასში, ხარისხში და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ მკვეთრად არ შემცირებულა ფასი, ცვლილება უფრო წამახალისებელი აქციის ფარგლებში ხორციელდება, რასაც დრო და დრო მივმართავთ გაყიდვების სტიმულირების მიზნით. ცხადია, მუდმივად ასე არ გრძელდება, კონკრეტულ პერიოდში აქციას ვადა იწურება და ფასი ისევ იცვლება. ცხადია, ამას შემცირებას ვერ დავარქმევთ, რადგან უძრავი ქონების ღირებულება ამ სეგმენტში მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. მოგეხსენებათ, რომ covid-19-ის გავრცელებამდე მყიდველები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ახლაც ისინი ყიდულობენ, ხელშეკრულებები ონლაინ ფორმდება. მყიდველებს შორის არიან ის უცხოელებიც, რომლებიც ეპიდემიურ სიტუაციაშიც დარჩნენ საქართველოში, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. ისინი ძირითადად, რუსეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ბოლო დროს იაპონელებიც გააქტიურდნენ, ტურისტული რეგიონებით არიან დაინტერესებული. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ პრემიუმ კლასის ბინებს ქართველები არ ყიდულობენ, მაგრამ მათი რაოდენობა რეალურად ძალიან მცირეა", - ამბობს კუნელაური. 

უძრავი ქონების გლობალური კომპანია Colliers International Georgia-ს საბაზისო სცენარით, ეკონომ კლასის შემთხვევაში უძრავ ქონებაზე ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს. კომპანიის ექსპერტების შეფასებით, იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე, მათ შორის, ქალაქგარეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system