თავში

ვინ რა ფორმით მართავს საქართველოს პორტებს

ვინ რა ფორმით მართავს საქართველოს პორტებს
ვინ რა ფორმით მართავს საქართველოს პორტებს

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის,  CAREC-ის, თანამშრომლობაში შემავალი ქვეყნების პორტებში არსებული ვითარება გამოიკვლიეს.  CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) კვლევაში დეტალურადაა განმარტებული, ვინ რა ფორმით მართავს საქართველოს პორტებს. 

"ფოთის პორტში მოქმედებს უპირობო მფლობელობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანია APM Terminals წარმოადგენს პორტის მესაკუთრე-ბენეფიციარს და მთავარ ოპერატორს (ქართულ კომპანია Pace Group-თან ერთად);  ბათუმის პორტში მიწა სახელწმიფოს საკუთრებაშია, მაგრამ მართვის უფლება ეკუთვნის ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიას KazTransOil, რომელიც, თავის მხრივ, იჯარით გასცემს სატერმინალო ოპერაციების განხორციელების უფლებას მესამე მხარეებზე; ყულევის სანავთობო ტერმინალი აზერბაიჯანული სანავთობო კომპანიის SOCAR საკუთრებაშია და ის უწევს ექსპლუატაციას; და სუფსის ტერმინალის ოპერატორს წარმოადგენს კომპანია ВР, თუმცა საბოლოო ბენეფიციარს წარმოადგენს სახელმწიფო," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

აქვე აღნიშნულია, რომ საზღვაო სექტორში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესუსტების და მოქმედი სპეციალური შეთანხმებების განსხვავებულობის შედეგს წარმოადგენს პორტების და საზღვაო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ  საპორტო საქმიანობის და ნორმების დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქცენტის და საკანომდებლო მანდატის უქონლობა ეროვნულ დონეზე რჩება მზარდ პრობლემად საქართველოში.

 ორგანიზაციამ CAREC-ის ქვეყნების პორტებისა და ლოგისტიკური სისტემის მიზნობრივი კვლევა 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის CAREC (Central Asia Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ავღანეთი, თურქმენეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, და ჩინეთი) მხოლოდ სამ ქვეყანას - საქართველო, პაკისტანი და ჩინეთი - აქვს საზღვაო პორტები. კიდევ სამ ქვეყანას - აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი - აქვს პორტები კასპიის ზღვაში, რომელსაც არ აქვს გასასვლელი სხვა ზღვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system