თავში

ვინ წარადგინა საქართველო პარიზის საერთაშორისო ბიზნესფორუმზე

ვინ წარადგინა საქართველო პარიზის საერთაშორისო ბიზნესფორუმზე
ვინ წარადგინა საქართველო პარიზის საერთაშორისო ბიზნესფორუმზე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნანა ცერცვაძე, პოლიტიკური დიალოგის პლატფორმის ფარგლებში ქ. პარიზში საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია MEDEF International-ის ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო.

შეხვედრას, რომელიც ქართულ-ფრანგულ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხილვას დაეთმო, ესრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე კერძო სექტორს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. 

ნანა ცერცვაძემ ფრანგულ მხარეს დეტალურად უამბო საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და ბიზნესის განვითარების შესახებ, ასევე ისაუბრა BAG-ის როლსა და ჩართულობაზე აღნიშნულ პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ფრანგული კომპანიის წარმომადგენელი. მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა ერთობლივი პროექტებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ტურიზმის, განსაკუთრებით მთის კურორტების, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, ასევე ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system