თავში

ვინ უფრო სჭირდება ბიზნესს

ვინ უფრო სჭირდება ბიზნესს
ვინ უფრო სჭირდება ბიზნესს

IT მიმართულებას საქართველოში ყველაზე მოთხოვნად პროფესიას წარმოადგენს. დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, დასახელებული ვაკანსიების უმეტესობა სწორედ IT  და მარკეტინგის სფეროს სპეციალისტებზეა. თუმცა ყველაზე მეტად დასაქმება ტექნიკურ პერსონალს სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს უჭირთ. ამ მიმართულებით დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიები ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. 

Hr.com.ge-ს ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, მოთხოვნა ძირითადად საშუალო და დაბალ პოზიციებზე სჭარბობს. Hr.com.ge-ს რეგიონალური მენეჯერის ინგა სახბაზიანის თქმით, დღესდღეობით ბიზნესი კადრებს ყველაზე მეტად გაყიდვების სფეროში ასაქმებს. მისი წილი მოთხოვნილი ვაკანსიების სისტემაში 21%-ს შეადგენს, მეორე ადგილს 13%-ით კლიენტთა მომსახურება იკავებს, ხოლო 16% სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესში კვების მიმართულებას უჭირავს.

"მოთხოვნა ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სამთო კურორტებზე გაიზარდა. ამ მხრივ გუდაური და ბაკურიანი მოწინავე პოზიციებზეა. დამსაქმებლის მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მაინც საშუალო და დაბალ პოზიციებზეა. რაც შეეხება მაღალ პოზიციებს, რეგისტრირებული მომხმარებლის უმეტესობას განცახდების განმეორება ხშირად რამდენიმეჯერ უწევს. ეს ნიშნავს, რომ კადრების მოძიება ამ მიმართულებით ჭირს. აშკარაა, რომ მაღალკვალიფიციური კადრის დეფიციტია. პროფესიების მიხედვით თუ მიმოვიხილავთ, IT მიმართულება ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადია. 

უდავოდ აღსანიშნავია ისიც, რომ უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში (ტურისტულ ზონებს თუ არ ცავთვლით), სადაც გრძელვადიანი სამსახურის პოვნის შესაძლებლობა ნაკლებად არის. აქ ძირითადი დამსაქმებლები საბიუჯეტო ორგანიზაციები და მეწარმეები არიან", - განუცხადა ინგა შახბაზიანმა report.ge-ს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში უმუშევრობის კელბა ფიქსირდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2%-ით შემცირდა და 12.7% შეადგინა.  ამასთან, 2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 63.9% შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.2%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system