თავში

ვინ ვერ ისარგებლებს მიკროგრანტების პროგრამით

ვინ ვერ ისარგებლებს მიკროგრანტების პროგრამით
ვინ ვერ ისარგებლებს მიკროგრანტების პროგრამით

სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში ახალი - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა გამონაკლის შეზღუდვებს აწესებს. ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება და მასთან დაკავშირებული ბიზნესები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ბიოლოგიური აქტივების, როგორიცაა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის შეძენა, კონკურსში ინტერესებში არ შედის. მასში ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებენ საჯარო მოხელე და იურიდიული სტატუსის მქონე პირები, როგორიცაა შპს, ამხანაგობა და კოოპერატივი. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ბოსტაშვილმა განმარტა, ძირითადი შეზღუდვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაწესდა და აგრარულ სექტორთან დაკავშირებულ სერვისებს ეხება.

,,კონკურესი ჩატარდება ძალიან მარტივად, ღიად და გამჭვირვალედ, რაც უამრავ ადამიანს მისცემს ახალი ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა მაინც დავუშვით. მიკროგრანტების პროგრამით სოფლის მეურნეობის მიმართულებას არ ვაფინანსებთ. მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფარგლებში ძალიან კარგი ხელშემწყობი სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პროგრამები მოიცავენ სოფლის მეურნეობის სფეროს სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა გრანტი, სესხის თანადაფინანსება, გარანტია და სხვა. შესაბამისად, რომ არ მოხდეს ინტერესების თანხვედრა,  ამიტომ მოხდა დიფერენცირება. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც სოფლის მეურნეობის დაფიანსება ახალი პროექტის ინტერესების მიღმაა. სხვა ნებისმიერ სფეროში შესაძლებელია დაფინანსების მიღება და ყველა ადამიანი, რომელიც შეავსებს ბიზნეს-იდეას, კონკურსში ჩაერთვება. საბოლოოდ შეირჩევა ისეთი პროექტები, რომელსაც განვითარების მეტი შანსი აქვს", - განმარტა ლაშა ბოსტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20 პროცენტის ნაცვლად ათი პროცენტია, მაღალმთიან რეგიონებში კი ხუთი პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system