თავში

ვინ ვის უსწრებს მსოფლიო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში

ვინ ვის უსწრებს მსოფლიო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში
ვინ ვის უსწრებს მსოფლიო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში

World Economic Forum (WEF)-ის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს რეიტინგში, რომელიც ქვეყნების კონკურენტუნარიანობას გვიჩვენებს სინგაპურმა პირველი ადგილი დაიკავა.

მან გასული წლის ლიდერ აშშ-ს აჯობა და შარშანდელი მეორე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადავიდა.

Global Competitiveness Report ასე ქვია კვლევას, რომლის მიხედვითაც WEF მსოფლიოს 141 ქვეყანას 103 სხვადასხვა ინდიკატორით აფასებს. ეს 103 ინდიკატორი კი 12 კატეგორიაშია გაერთიანებული, რომელთა შორისაა ისეთი სფეროები, როგორიცაა: ინსტიტუციები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ჯანმრთელობა.

ამერიკა ამავე რეიტინგის მიხედვით კვლავ რჩება ყველაზე მძლავრ კონკურენტუნარიან ქვეყნად და ის ბევრ ქვეკატეგორიაში ლიდერია, თუმცა, მის ქულებზე ნეგატიური გავლენა იქონია სავაჭრო ტარიფებმა, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის დაბალმა მაჩვენებელმა და ამერიკის მოსახლეობაში ციფრული უნარების დაბალმა დონემ. სინგაპურის მკაფიო ლიდერობა გამოიკვეთა საჯარო სექტორში, სამუშაო პირობებისა და ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნების კატეგორიებში. ის ასევე ლიდერი იყო ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ რეიტინგში 74-ე ადგილზეა და მისი მდგომარეობა 2018 წლის რეიტინგთან შედარებით 8 საფეხურით არის დაქვეითებული. საქართველო 60,6 ქულითაა შეფასებული.

2019 წლის ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების ტოპ-10 ასე გამოიყურება:

  • სინგაპური
  • აშშ
  • ჰონგ-კონგი
  • ნიდერლანდები
  • შვეიცარია
  • იაპონია
  • გერმანია
  • შვედეთი
  • გაერთიანებული სამეფო
  • დანია

რეგიონების მიხედვით, ყველაზე კონკურენტუნარიანად აზია-წყნარი ოკენის რეგიონი დასახელდა, ამას მოყვება ჯერ ევროპა და შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system