თავში

ვის არ აზარალებს ეკონომიკის წერტილოვანი შეზღუდვები

ვის არ აზარალებს ეკონომიკის წერტილოვანი შეზღუდვები
ვის არ აზარალებს ეკონომიკის წერტილოვანი შეზღუდვები

ნაწილობრივი ლოკდაუნის მიუხედავად, ეკონომიკის გარკვეული სეგმენტი აქტიურობას არათუ ინარჩუნებს, ბევრად მოგებული გამოდის ამ სიტუაციიდან, ვიდრე შეიძლება ჩვეულებრივ პერიოდში ესარგებლა. ამის შესახებ report.ge-თან სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საუბრობს. მისი თქმით, ონლაინ ვაჭრობა, ასევე საკომუნიკაციო მომსახურება დიდ მოგებაზე გადის, რასაც სამედიცინო სერვისებიც ემატება და ყველა ამ მიმართულებით მოთხოვნის სერიოზული ზრდაა მოსალოდნელი.

,,ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები მეტი აქტიურობით ხასიათდებიან.  მათთვის შეზღუდვები მომგებიანიც კი აღმოჩნდა. მართალია, რესტორნების ფუნქციონირება შეიზღუდა, მაგრამ მათ არავინ უზღუდავს, რომ გატანითი და მიწოდებითი სერვისები განახორციელონ,  ფაქტობრივად, სახლში შეიძლება მოიწყონ ის გასტრონომია, რასაც მეგობრებთან ერთად მოიწყობდნენ რესტორნის ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ჩანაცვლებ არ არის, მაგრამ შესაძლებლობას ქმნის, რომ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდნენ. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად,  ონლაინვაჭრობაში სერიოზულ ზრდაა. კვლავაც განიცდის ზრდას მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიის  მატარებელ და გამტარ საშუალებებზე - ნოუთბუქებიდან დაწყებული, კომპიუტერებით დამობილური ტელეფონებით დამთავრებული. შესაბამისად, იზრდება მოსახლეობის ხარჯი ინტერნეტმომსახურებაზე, აღარაფერს ვამბობ ისეთ სეგმენტზე, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება. შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, ადამიანებს უჩნდებათ ზომაზე მეტად მგრძნობიარე, ფრთხილი დამოკიდებულება, ხომ არ გადაიტანეს ვირუსი, შესაბამისად გაიზრდება მათი რაოდენობა, ვისაც სურს ჩაიტაროს ტესტები და მიიღოს სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე სამედიცინო მომსახურების ხარჯზე", - ამბობს არჩვაძე.

მისი თქმით, ცვლილება დინამიურია და ამან საერთოდ შეიძლება შეცვალოს მომსახურების სპექტრი სამომავლოდ და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული კორექტირება შეიტანოს.

,,მოვლენები დინამიურად იცვლება, სამომავლოდ ისევე შიცვლება სიტუაცია, როგორც ამჟამინდელი პოლიტიკური რუკა განსხვავდება, ვთქვათ, 70 ან 100 წლის წინანდელი მსოფლიო რუკისგან. რა თქმა უნდა, შეიცვლება და უფრო მეტად უნდა ველოდოთ ახალი დარგების  და მომსახურებების წინა პლანმზე წამოწევას. შედარებისთვის,  25 წლის წინ მობილური ტექნიკა და ინტერნეტი სრულიად უცხო იყო, მარამ დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. კაციობრიობის მოწინავე თავები ფიქრობენ, როგორ მოახდინინონ მართვის კოლონიზაცია, ამიტომ ტრადიციული სტერეოტიპების ტყვეობაში დარჩენა არც სწორი იქნება და არც - შესაძლებელი", - განმარტავს სოსო არჩვაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system