თავში

ვის აწყობს და ვის-არა მინიმალური ხელფასის დაკანონება

ვის აწყობს და ვის-არა მინიმალური ხელფასის დაკანონება
ვის აწყობს და ვის-არა მინიმალური ხელფასის დაკანონება

"საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღება არ „მუშაობს“, ისევე, როგორც ეს უაზრობაა ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად შვედეთსა და შვეიცარიაში, სადაც არ აქვთ მინიმალური ხელფასი“,- ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ იურისტმა ნიკა ნანუაშვილმა შრომის კოდექსის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.


მისი შეფასებით, რეალურად საქართველოს მსგავს ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღება ყველაზე მეტად აზიანებს სწორედ დაბალი კვალიფიკაციის მუშახელს, განსაკუთრებით იმათ, ვინც ეძებს სამსახურს და ახლა შედის შრომის ბაზარზე. უფლებადამცველი ამბობს, რომ ევროდირექტივები საერთოდ არ გვთხოვს მინიმალური ხელფასის შემოღებას. 


„ამ ადამიანებისთვის მინიმალური ხელფასი ქმნის დამატებით ბარიერს“, - აღნიშნავს ნანუაშვილი.

რომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვას, შეთავსებით მუშაობის აკრძალვას, სტაჟირების შეზღუდვას, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღებას, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესებასა და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system