თავში

ვის მოუტანა მოგება კორონავირუსმა

ვის მოუტანა მოგება კორონავირუსმა
ვის მოუტანა მოგება კორონავირუსმა

კორონავირუსმა ცხოვრება შეცვალა. სამყარო "ონლაინ" რეჟიმში გადავიდა. საწარმოების დახურვამ და უამრავი ადამიანის უმუშევრად დარჩენამ, რა თქმა უნდა, ფინანსური კრიზისი შექმნა და უამრავი კომპანია უკვე გაკოტრების ზღვარზეა. ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა და მასთან მიბმული ყველა ბიზნესი. 

მიუხედავად ამისა, იმის გამო რომ სამყარო "ონლაინ რეჟიმში" მუშაობს გამოჩდნენ ისეთი კომპანიებიც, რომელთაც ამ გარემოებამ ზარალის მაგივრად დიდი მოგება მოუტანა.

რთული მისახვედრი არაა, რომ ყველა ეს კომპანია ეკრანთანაა კავშირში... NETFLIX, HuLu, DisneyPlus, HBO. ეს ის კომპანიებია, რომელთა პროდუქტზეც მაყურებელთა რაოდენობა ბოლო დეკადის მანძილზე რეკორდულად გაიზარდა. ამ ტელევიზიათა ყურებადობა ბოლო რამდენიმე კვირის მაძილზე 60-70%ითაა გაზრდილი.

იგივე სიტუაციაა Amazon-ის "სთრიმინგ" პლატფორმა Twitch, სადაც მაყურებლების მიერ გატარებული დრო 8 მარტიდან 22 მარტამდე ჯამში 10 მილიონი საათია, რაც რეკორდია აღნიშნული პლატფორმისთვის.

რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს მსოფლიოს უდიდესი ვიდეო სივრცე youtube-იც. აქ სტატისტიკაზე საუბარი ზედმეტია. Google-ს, გადატვირთული სერვერების გამო, ვიდეოებზე მომხმარებლისთვის მიცემული რეკომენდაციების რიცხვი შეამცირა. 

როგორც ჩანს, იზოლაციაში მოქცეული მსოფლიოს მოსახლეობა გამოსავალს გართობაში პოულობს, რაც თავის მხრივ გარკვეულ პრობლემებსაც აჩენს. გადატვირთული სერვერების გამო, ინტერნეტის სისწრაფე შემცირებულია.

წყარო: TheVerge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system