თავში

ვის შეუძლია პირბადეების შეკერვა საქართველოში

ვის შეუძლია პირბადეების შეკერვა საქართველოში
ვის შეუძლია პირბადეების შეკერვა საქართველოში

პირბადეების წარმოების პროექტში ჩართვა სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ სამკერვალო საწარმოს შეუძლია. ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განუხადეს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ამჟამად სახელმწიფოს მხარდაჭერით, პირბადეებს 9 საწარმო კერავს.

სააგენტოს ვებგვერდზე მითითებულია ბმული, რომელზეც ახალ საწარმოებს, რომლებსაც პირბადეების შეკერვა სურთ, შეუძლიათ დარეგისტრირება. 

როგორც report.ge-ს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განუმარტეს, ყველა ფაბრიკას, რომელსაც შეუძლია საკუთარი სამკერვალო წარმოება გადააწყოს პირბადეების კერვაზე, შეუძლია პირბადეების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 1.7 მილიონზე მეტი ასეთი პირბადეა დამზადებული. 

პირბადეებს ამჟამად კერავებ შემდეგი ფაბრიკები: 

შპს "აჭარა ტექსტილე," 

შპს "მოვი",

 შპს "ემჯიემტექს,"

 შპს "ჯეორჯიან პროდაქტს," 

შპს სამკერვალო კომპანია "იმერია,"

 შპს ISTANBUL BAZAAR, 

შპს BTM-TEXTILE, 

შპს "ჯეორჯიან ტექსტილი",

შპს "დოქტორ გუდს." 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system