თავში

Visa ფინტექს-პლატფორმა Currencycloud-ს შეიძენს

Visa ფინტექს-პლატფორმა Currencycloud-ს შეიძენს
Visa ფინტექს-პლატფორმა Currencycloud-ს შეიძენს

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გადახდის სისტემა, Visa ფინტექს-პლატფორმა Currencycloud-ს შეოძენს. 

Currencycloud - ეს არის ბრიტანეთის ტექნოლოგიური პროვაიდერი საზღვარგარეთული გადასახადებისთვის.

Visa ხელი მოაწერა საბოლოო ხელშეკრულებას Currencycloud-ის შეძენის შესახებ,. პლატფორმა ბანკებსა და ფინტექნიკურ კომპანიებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ ინოვაციური სავალუტო გადაწყვეტილებები ტრანსსასაზღვრო გადასახადებისთვის.

გარიგების ფარგლებში, Currencycloud  700 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. 

Currencycloud გააგრძელებს მუშაობას ლონდონის შტაბიდან და შეინარჩუნებს ამჟამინდელ გუნდს. ამასთან, გარიგება  მარეგულირებლის დამტკიცებას ელოდება.

ფინტექ-კომპანიები აწარმოებენ ფინანსურ მომსახურებას კომპიუტერული პროგრამისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, რის შედეგადაც მომხმარებელს შეუძლია, უფრო მარტივად და სწრაფად დაგეგმოს, მართოს და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები.  Currencycloud პლატფორმა მუშაობს დაახლოებით 180-ზე მეტ ქვეყანაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system