თავში

ვისგან ვყიდულობთ ნავთობს

ვისგან ვყიდულობთ ნავთობს
ვისგან ვყიდულობთ ნავთობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველომ  $105.7 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი იყიდა.

წლიურ ჭრილში მაჩვენებელი  4.3%-ით არის გაზრდილი. 

ყველაზე მეტი 45,965 ტონა ნავთობი საქართველოში შემოვიდა რუსეთიდან. მისი ღირებულება $26.7 მილიონი დოლარია. 

აზერბაიჯანი რეიტინგში მეხუთე ადგილი უჭირავს. 2020 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტი მთელი 45%-ით შემცირდა და მან $6.6 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ნავთობს ყიდულობს:

1 რუსეთი - 26,7 მილიონი აშშ დოლარი,

2 რუმინეთი - 22,6 მილიონი აშშ დოლარი,

3 თურქმენეთი - 19,3 მილიონი აშშ დოლარი,

4 ბულგარეთი - 9,8 მილიონი აშშ დოლარი,

5 აზერბაიჯანი - 6,6 მილიონი აშშ დოლარი,

6 თურქეთი - 6,5 მილიონი აშშ დოლარი,

7 საბერძნეთი - 5,2 მილიონი აშშ დოლარი,

8 ყაზახეთი - 4,3 მილიონი აშშ დოლარი,

9 გერმანია - 1 მილიონი აშშ დოლარი. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტში არცერთ ქვეყანას ბაზრის 30%-ზე მეტი წილი არ უჭირავს. 

ცნობისთვის, ამ სიაში შედიან ქვეყნები, საიდანაც საქართველომ $1 მილიონის ღირებულებაზე მეტი გადამუშავებული ნავთობპროდუქტები - ანუ ბენზინი, დიზელი, ასევე საავიაციო საწვავი შეიძინა. 

საქსტატი განმარტავს, რომ ნავთობის ადგილწარმოშობის ქვეყნად ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მიიჩნევიან ქვეყნები, სადაც ამ პროდუქტების წარმოება მოხდა. ამიტომაც, სიაში შედიან ის ქვეყნები, რომლებიც არამარტო ნავთობის მომპოვებლები, არამედ გადამამუშავებლებიც არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system