თავში

ვისი და რა ოდენობის ვალი აქვს საქართველოს?

ვისი და რა ოდენობის ვალი აქვს საქართველოს?
ვისი და რა ოდენობის ვალი აქვს საქართველოს?

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მთავრობის ვალის ნაშთი 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 28,930.6 მლნ ლარს, მათ შორის „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა - 28,891.8 მლნ ლარს და საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ნაშთს - 38.8 მლნ ლარს.

ამასთან, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი, 23,423.5 მლნ ლარი, მთლიანი მთავრობის ვალის 81%-ია. აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 20.8 წელს, საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 9.1 წელს, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0.97%-ს.

მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2021 წლის 3 კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2,660,612.9 ათასი ლარი, მათ შორის 2,443,769.0 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 216,843.9 ათასი ლარი - პროცენტის თანხას.

ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგად მთავრობის საშინაო ვალის ნაშთმა 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 5,507.1 მლნ ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system