თავში

ვისი და რისი ბრალია ლარის გაუფასურება

ვისი და რისი ბრალია ლარის გაუფასურება
ვისი და რისი ბრალია ლარის გაუფასურება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანი, ამბობს, რომ ლართან დაკავშრებით როცა ვსაუბრობთ, სანამ ხელისუფლებას შევაწმენდთ ხელს, შემდეგი ვითარების გათვალისწინება გვმართებს: "მარტივად რომ ავხსნათ, თუკი დოლარის ინდექსი მაღალ ნიშნულზეა, ეს ნიშნავს, რომ აშშ დოლარი მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან მიმართებით პოზიციებს იმყარებს. ლარი არაა წამყვანი ვალუტა, მაგრამ დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტის გამო (2013 წელს სესხების დოლარიზაცია 62,5%. 2019 - 55,4%) დოლარის გამყარება ლარზეც ნეგატიურად აისახება ცხადია. თუკი დოლარის ინდექსი დაბალ ნიშნულზეა, სხვა ვალუტები მყარდებიან დოლართან მიმართებით."

გულბანი 2014 წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებსაც განმარტავს.

"ეხლა რა მოხდა 2014 წლის დასასრულს? მოხდა ის, რომ დოლარის ინდექსმა პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვან ვალუტასთან მიმართებით განიცადა მკვეთრი აღმასვლა (მხოლოდ რამდენიმე ვალუტა იყო გამონაკლისი, რომლებიც არ გაუფასურდა დოლართან მიმართებით). 2014 წლის აღმასვლის შემდეგ, დოლარის ინდექსი 2004-2013 წლებში არსებულ მაჩვენებელს არ დაბრუნებია, ამერიკის ეკონომიკის სიძლიერესთან ერთად, დოლარის კურსიც ინარჩუნებს ჰეგემონიას მსოფლიოში. ხოლო როცა მცირედით დაიწია ინდექსმა 2018 წლის იანვარში, კურსი საშუალოდ 2,55-ზე დაფიქსირდა," - ამბობს შოთა გულბანი და განმარტავს, რომ ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მკვეთრად დაეცა. 

"სწორედ ამიტომ არის დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება აუცილებელი. დოლარში რომ სესხები არ გვქონდეს, ყველაზე დიდი პრობლემა რაც კურსის ვარდნას თან ახლავს, უბრალოდ აღარ იარსებებდა. ინფლაციის პრობლემასაც უფრო იოლად მიეხედებოდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებით ლარი ყველაზე სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციებს," - ამბობს გულბანი და მეზობელი ქვეყნების ვალუტების პოზიციებსაც აცნობს საზოგადოებას დოლართან მიმართებით.  მისი ინფორმაციით 2013 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში თურქული ლირა გაუფასურებულია 265%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 117%-ით, რუსული რუბლი - 131%-ით და ქართული ლარი - 86%-ით.

უფრო კონკრეტულად: რუსული რუბლი: 2013 წელს 1 USD = 32 RUB. 2020 წელს 1 USD = 74 RUB. 131%-ით გაუფასურდა. 

თურქული ლირა: 2013 წელს 1 USD = 2.0498 TRY,  2020 წელს 1 USD = 7.3578 TRY.  265%-ით გაუფასურდა.

აზერბაიჯანული მანათი: 2013 წელს 1 USD = 0,78 AZN.  2020 წელს 1 USD = 1,70 AZN.  117%-ით გაუფასურდა.ქართული ლარი: 2013 წელს 1 USD = 1.73 GEL, 2020 წელს 1 USD = 3.22 GEL. გაუფასურდა 86%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system