თავში

ვისი ვალი აქვს საქართველოს

ვისი ვალი აქვს საქართველოს
ვისი ვალი აქვს საქართველოს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 31.92  მილიარდი ლარია. სახელმწიფო ვალიდან 26.02 მილიარდი ლარი საგარეო ვალს წარმოადგენს, 5.90 მილიარდი ლარი კი საშინაო ვალია.

ვისი ვალი აქვს საქართველოს, იხილეთ ქვემოთ:

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 5, 77  მლრდ. ლარი.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 577 მლნ. ლარი.

ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 10 მლნ. ლარი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 674 მლნ. ლარი.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 2, 54 მლრდ. ლარი.

ევროგაერთიანება (EU) - 536 მლ. ლარი.

მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) - 3.81 მლრდ. ლარი.

მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) - 3. 01 მლრდ. ლარი.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 117 მლნ. ლარი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 706 მლნ. ლარი.

სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 8 მლნ ლარი.

სომხეთი Armenia - 17 მლნ. ლარი.

აზერბაიჯანი Azerbaijan - 16.8 მლნ. ლარი.

ავსტრია Austria - 63 მლნ. ლარი.

ჩინეთი China - 3 მლნ. ლარი.

საფრანგეთი France - 1.9 მლრდ. ლარი.

გერმანია Germany (KfW) - 2.4 მლრდ. ლარი.

ირანი Iran - 12.6 მლნ ლარი.

იაპონია Japan - 697 მლნ. ლარი.

ყაზახეთი Kazakstan - 25.5 მლნ. ლარი.

კუვეიტი Kuwait - 29.8 მლნ. ლარი.

ნიდერლანდები Netherlands - 1.2 მლნ. ლარი.

რუსეთი Russia - 125 მლნ. ლარი.

თურქეთი Turkey - 32.4 მლნ. ლარი.

თურქმენეთი Turkmenistan - 702 ათასი ლარი.

უკრაინა Ukraine - 157 ათასი ლარი.

ამერიკა United State - 50.3 მლნ. ლარი.

უზბეკეთი Uzbekistan 172 ათასი ლარი.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. 2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შადგენდა, ამჟამად კი ის 2-ჯერაა გაზრდილი და $500 მილიონი 1.71 მილიარდი ლარს უტოლდება. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ევროობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი უკვე გამოქვეყნდა და ახალი საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს მართავს. წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება. საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა. ამ ფასიანი ქაღალდის მოსალონელი კუპონის განაკვეთი 3.0%-3.5%-მდეა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალია.

რაც შეეხება საშინაო ვალს, 28 თებერვლის მდგომარეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი 27. 6 მლნ. ლარია. სახაზინო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალი კი 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, სხვა ფასიანი ქაღალდებით ნასესხები თანხა კი 353 ლარს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system