თავში

ვისთვის გადავადდება საბანკო სესხები მესამედაც

ვისთვის გადავადდება საბანკო სესხები მესამედაც
ვისთვის გადავადდება საბანკო სესხები მესამედაც

"პანდემიის გამო, ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის ბანკებმა რესტრუქტურიზაციებთან დაკავშირებით უკვე განაცხადეს მზაობა, რომ ყველასთან იმუშავებენ ინდივიდუალურად და შესთავაზებენ რესტრუქტურიზაციებს იმ გრაფიკებით, რა გრაფიკებიც მათთვის იქნება ხელსაყრელი," - ამის შესახებ „ბანკების ასოციაციაში" აცხადებენ.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, სესხების საყოველთაო გადავადება არ იგეგმება.

ცნობისტვის, პრემიერ-მინისტრმა დაავალა ბიზნესომბუდსმენის აპარატს აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. 

"ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რა პრობლემებიც შეიძლება არსებობდეს რესტრუქტურიზაციების დროს. ასევე გამოითქვა მზაობა, რომ წლის ბოლომდე გარკვეული არსებული პროექტების გაფართოებით იქნება მუშაობა, მათ შორის იქნება ეს სუბსიდირების ნაწილი თუ საკრედიტო-საგარანტიო მიმართულება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მარტივად მოხდეს რესტრუქტურიზაცია. ოღონდ აქ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც კლიენტები აფიქსირებენ, არის ის დარიცხული პროცენტები, რაც უკვე დაუგროვდათ წინა გადავადებების დროს და დღეის მდგომარეობითაც, მისი კაპიტალიზაცია ხდება“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

„ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტის განმარტებით, ყველაზე მოწყვლად სექტორად, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა, ე.წ. სტუმარ-მასპინძლობის მიმართულება და მასთან დაკავშირებული სექტორები ითვლება.

ცნობისთვის, სესხების გადავადებაზე ბანკებთან მთავრობის შუამდგომბლობას ითხოვს ბიზნესი. ეს საჭიროება განსაკუთრებულად მწვავედ უდგათ სასტუმროებს, რესტორნებსა და საოჯახო მარნებს.

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება არის ერთ-ერთი იმ 5 მოთხოვნიდან, რომლითაც დღეს პრემიერ გახარიას მსხვილმა ბიზნესასოციაციებმა მიმართეს.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი რომ სესხები მესამედ აღარ გადავადდება. საუბარია საყოველთაო გადავადების მესამე ტალღაზე. ეროვნული ბანკის განმარტებით, ბანკები კლიენტებთან ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მთავრობის შეამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხები 2-ჯერ სამი თვით გადაუვადა.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system