თავში

ვისთვის გაიხსნება ან შეიზღუდება ქართული ტურიზმი

ვისთვის გაიხსნება ან შეიზღუდება ქართული ტურიზმი
ვისთვის გაიხსნება ან შეიზღუდება ქართული ტურიზმი

სასოფლო და ეკოლოგიური ტურიზმში საქართველოს პოტენციალი იძლევა მცირე შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ დამსვენებლების მიღება შეძლოს და მინიმუმ, წლის ბოლომდე, წარმატების მაგალითი უჩვენოს მსოფლიოს. ამის შესახებ report.ge-ს ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა, პროფესორმა ნიკა კვარაცხელიამ განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდემიის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ქვეყანას რიგი ტურისტებისთვის უარის თქმა, ზოგისთვის თანხმობა მოუწევს. არ არის გამორიცხული, პრობლემა შეექმნას სამეზობლო ტურიზმს, რომელიც ეპიდემიური ვითარების გამო სერიოზულ ცვლილებას განიცდის.

,,ცნობილია, რომ  ევროკავშირი 15 ივლისამდე აპირებს საზღვრების ჩაკეტვას გარე ქვეყნებისთვის, წლის ბოლოს გამოჩნდება პირველი წარმატება, რასაც შეიძლება მივაღწიოთ და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი მოვიპოვოთ. პრემიერმა უკვე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტს 75 საათის განმავლობაში გაკეთებული უნდა ჰქონდეს ტესტი, რის საფუძველზეც შემოვუშვებთ. რა თქმა უნდა, ვისაც არ ექნება ეს ტესტი ან ექნება დადებითი, ვერ შემოვა. ქვეყნებზე შეზღუდვა დიდად არ მგონია გავრცელდეს. თუმცა სამეზობლო ტურიზმში არასახარბიელო ვითარებაა. მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მათთან საზღვრის დახურვის შესახებ, მაგრამ გარკვეული უხერხულობა არსებობს. შეიძლება, შეიზღუდოს ინიციატივები, რაც  წამოვა მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც ეპიდვითარება მძიმეა. სომხეთი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოზე უკეთესი სისტემა აქვს და ამ დროს საშინელი მდგომარეობაა. ვითარებას ძაბავს რუსეთიც, რადგან მძიმე სიტუაციაა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით", - აცხადებს კვარაცხელია.

მისი ინფორმაციით, ახლა აზუსტებს მსოფლიო, რომელი ქვეყნებია უსაფრთხო, რის მიხედვით გადანაწილდებიან დამსვენებლები სხვადასხვა კურორტებზე.  

,,შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო იყოფა ტურისტების მიმღებ და გამგზავნ ქვეყნებად, არსად დაუშვებენ ხალხს, სადაც საშიში სიტუაციაა. ფულის გულისთვის არავინ მიიღებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, თუ არ დარწმუნდება, რომ მათგან ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, სადაც ნაკლები იყო ეპიდემია და ქვეყანა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს აწარმოებს, ტურისტების ინტერესს მეტ-ნაკლებად შეინარჩუნებს. არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება სამკურნალო ტურიზმი, ბალნეოლოგიური წყლებით მკურნალობა, მაგრამ ეს მიმართულებები საქართველოში დაბალ დონეზეა განვითარებული და ამ მიზნით ტურისტებს ვერ მოვიწვევთ", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system