თავში

ვისთვისაა განკუთვნილი მიკროგრანტების პროგრამა

ვისთვისაა განკუთვნილი მიკროგრანტების პროგრამა
ვისთვისაა განკუთვნილი მიკროგრანტების პროგრამა

მიკროგრანტების პროგრამით განსაკუთრებული პრიორიტეტი ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭებათ. ამის შესახებ დღეს პროგრმაის პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მლნ ლარამდე იზრდება.

ე.წ. მიკროგრანტების პროგრამა აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო - დღემდე ამით 6000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. ეს არის პროგრამა, როდესაც ყველაზე მცირე ბიზნესაქტივობა შეიძლება დაიწყოს ცალკეულმა ოჯახმა, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში, ცხოვრობს სოფლად. ეს თანხები საკმარისი იყო იმ პერიოდში მცირე აქტივობის დასაწყებად - ფერმა თუ მცირე საოჯახო სასტუმრო გაეხსნათ, ან პატარა წარმოება დაეწყოთ. პირველ რიგში - ჩვენ გავაოთხმაგეთ ბიუჯეტი, 10 მლნ ლარი გვქონდა და ახლა ამისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე იზრდება გრანტის მოცულობაც - 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, პროგრამის ბენეფიციარის მიერ შეტანილი თანდაფინანსების ოდენობა კი განახევრდება.

„ორჯერ შევამცირეთ ის თანადაფინასება, რომელიც იყო მოთხოვნილი და თავად ბენეფიციარს უნდა მოეტანა - აქამდე თუ 20%-იან თანადაფინანსებას ვითხოვდით, ახლა ეს იქნება მხოლოდ 10 %“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის პროგრნოზით, მიკროგრანტების განახლებული პროგრამით უახლოეს პერიოდში სულ მცირე 5000 ქართული ოჯახი ისარგებლებს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომლეთაც დღეს ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალ მეწარმეებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

დღესვე თურნავამ განმარტა, რომ 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს, ხელფასის ოდენობის მიუხედავად.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ბიზნესები საკრედიტო-საგარანტიო სქემით მაისიდანვე ისარგებლებენ.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა, ანუ მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესის საქართველოში გადმოტანას აპირებენ.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

დღესვე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა.

მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზეც ფიქრობს.

ეკონომიკის მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ იმდენად კარგად იმუშავა, რომ ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დარჩა. მისივე თქმით, მინისტრის თქმით, მთავრობის გეგმით გათვალისწინებული ყველა ზომა დროულია და ოპოზიციის კრიტიკა არგუმენტს მოკლებული პოპულიზმია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system