თავში

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება

ვიცე-პრემიერი ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება

"მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი," - ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე პირველი ვიცე-პრემიერის პოსტზე ინფრასტრუქტურისა და  რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. 

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში ეს არის გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ არის გაწერილი პრიორიტეტები - ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია, ინტეგრაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის - ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა და ამიტომ, დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობებისა და დეოუკაპციის მიმართულებით  ვიცე-პრემიერი სპოსტი დავით ზალკალიანმა დაიკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system