თავში

ვიცე-პრემიერი: ლარს პოლიტიკური ქაოსი აუფასურებს

ვიცე-პრემიერი: ლარს პოლიტიკური ქაოსი აუფასურებს
ვიცე-პრემიერი: ლარს პოლიტიკური ქაოსი აუფასურებს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს. 

მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსზე აისახება არა მხოლოდ ის, რაც ხდება ქვეყანაში, არამედ ისიც, რაც ხდება საზღვარგარეთ.

ცქიტიშვილის აზრით, ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი ოპოზიციური პარტიების უპასუხისმგებლო ქმედებებია, რომლებიც მუდამ "სადღაც შევარდნებს, აქციებსა და მსგავს ქმედებებს" აანონსებენ. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს მოლოდინებს აუარესებს, რაც კუსრსს მძიმე დარტყმას აყენებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიდეს. 

"ამის შემდეგ ყველა ვიქნებით კმაყოფილი ვალუტის კურსითაც და ეკონომიკური ზრდითაც“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

ანალოგიური პოზოცია აქვს ქვეყნის ფინანსთა მინისტრსაც, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს. 

გუშინ ლარი ორივე ძირითადი ვალუტის, დოლარისა და ევროს, მიმართ მკვეთრად გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3409 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9042 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (16:25 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4050 ლარად ივაჭრება.

შეგახსენებთ, მთავრობას ლარის კურსისადმი მეტ ყურადღებას სთხოვენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system