თავში

ვიცე-პრემიერი: საარბიტრაჟო სასამართლოში დავა კონსორციუმის უფლებაა

ვიცე-პრემიერი: საარბიტრაჟო სასამართლოში დავა კონსორციუმის უფლებაა
ვიცე-პრემიერი:  საარბიტრაჟო სასამართლოში დავა კონსორციუმის უფლებაა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს,რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის საკითხზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, საარბიტრაჟო სასამართლოში დავა კონსორციუმის უფლებაა

"სახელმწიფო არ ისურვებდა რაიმე სახის დავას და დავას საფუძველი არ აქვს, თუმცა თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახელმწიფო ჩაერთვება დავაში, როგორც მხარე. რაც შეეხება პორტის მშენებლობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს სჭირდება. ეს პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს და არა – რომელიმე კერძო ინვესტორს. სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი. ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც დასჭირტდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო.

საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system