თავში

ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან 95.8 პროცენტით შემცირდა

ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან 95.8 პროცენტით შემცირდა
ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან 95.8 პროცენტით შემცირდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდანაა შემცირებული. კლება 95.8 პროცენტს უტოლდება. სომხეთიდან საერთაშორისო ვიზიტორები შემცირებულია 89.9 პროცენტით, ხოლო რუსეთიდან -94.4 პროცენტით.

სებ-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 5.8 პროცენტული პუნქტით აისახა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან მარტიდან, რადგან 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system