თავში

ვნებს თუ არა ბიტკოინის გამომუშავება ეკოლოგიას?

ვნებს თუ არა ბიტკოინის გამომუშავება ეკოლოგიას?
ვნებს თუ არა ბიტკოინის გამომუშავება ეკოლოგიას?

ბიტკოინის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი გამომუშავება ეკოლოგიისათვის საზიანო რაოდენობის ელექტროენერგიას მოითხოვს.

ამერიკელმა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა და მილიარდერმა ილონ მასკმა ასევე დაადასტურეს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება  ეკოლოგიურად სუფთა არ არის. 

”ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენად დიდ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იმაზე მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის. კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ყველაზე ნაკლებად დესტრუქციული რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ეკოლოგიურად არაჯანსაღი კრიპტოვალუტების აღკვეთა”, - განაცხადა ელიზაბეტ უორენმა.

თავის მხრივ, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა იდეოლოგიურად ძალიან მისაღებია, თუმცა ეკოლოგია ამად არ ღირს. თუმცა, ამის მიუხედავად, თებერვალში, მასკის კუთვნილმა კომპანია "ტესლამ"  1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა.

ბოლო ერთი ან ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტებზე ფასების მკვეთრი ზრდით, მათი პოპულარობა გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მაინინგის პროცესში სულ უფრო მეტი გამომთვლელი ძალა მონაწილეობს და, შესაბამისად, იზრდება ელექტრო ენერგიის მოხმარებაც. 

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოთვლით, წელიწადში ბიტკოინების მოპოვების დროს 97,9 ტერავატ/საათს ელექტროენერგიას ხარჯავენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფილიპინების (93,3 ტერავატი / საათში) და ყაზახეთის (91,7 ტერავატი / საათის) მოხმარება წელიწადში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system