თავში

"ვოლიფეი" ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

"ვოლიფეი" ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ვოლიფეი ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

საკუთარი ფინანსების მართვა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა მომხმარებლებს წლის ბოლოდან გამარტივებული ინსტრუმენტით შეეძლებათ. მალე, ქართულ ფინანსურ ბაზარს ახალი სტარტაპი - ვოლიფეი - შეემატება. ეს არის ფინტექ სტარტაპ პროექტი, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ფინანსური Business Intelligence (BI) პროდუქტი.

ვოლიფეის მეშვეობით, მომხმარებელი საკუთარი ფინანსების მართვას თანამედროვე, გამარტივებული გზებით შეძლებს. თუმცა, კომპანია სარგებელს არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ ფინანსურ ორგანიზაციებსაც სთავაზობს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ვოლიფეის პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო დახვეწილი ფინანსური მომსახურება, გახადონ მომხმარებლებთან ურთიერთობა უფრო თანამედროვე და პრაქტიკული - საკუთარი კომპანიის სახელით მომხმარებლისთვის Mastercard საერთაშორისო საგადახდო ბარათისა და ელექტრონული საფულის შეთავაზებით. წლის ბოლოს, "ვოლიფეი" ელექტრონული საფულის მობილურ და ვებ აპლიკაციებსაც წარმოადგენს და წამყვან ქართულ ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო საგადახდო MasterCard ბარათს გამოუშვებს.

ვოლიფეი ოპერირებს საგადახდო სერვისის პროვაიდერი კომპანიის „მანიქოს“ ლიცენზიის ფარგლებში. საფინანსო კომპანიებს დაკავშირება შეუძლიათ ვებგვერდით: https://www.wallypay.ge/თანამშრომლობა. მეტი ინფორმაციისთვის: https://www.wallypay.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system